კრემლის წინაშე აღებულმა ვალდებულებებმა ასლან ბჟანია ჩიხში შეიყვანა | მოსაზრება აფხაზეთიდან

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

პოლიტიკა აფხაზეთში

იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ასლან ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტია, ის არასდროს აღმოჩენილა ასეთ კრიზისულ სიტუაციაში.

საქმე არც ოპოზიციაზეა, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ბჟანიამ ყველაფერი ჩაშალა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში და ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი პრეზიდენტის გადადგომაა.

ბჟანიასთვის მთავარი პრობლემა, რომელიც დიდხანს და დაჟინებით აშენებდა თავის იმიჯს, როგორც „კრემლის ერთადერთი ნამდვილი მოკავშირის“, წარმოიშვა იქიდან, საიდანაც ამას საერთოდ არ ელოდა – თავად კრემლიდან.

კრემლი უკიდურესად უკმაყოფილოა ბჟანიაითი და ამას არ მალავს.

ამის ნათელი ნიშანია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზედიზედ ორი „არამეგობრული“ ნოტა აფხაზეთის მისამართით.

პირველ ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ რატიფიცირებულია ხელშეკრულება ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისთვის გადაცემის შესახებ, მაგრამ აფხაზეთის პარლამენტმა აკრძალა ამ ობიექტის შემდგომი გადაცემა “მესამე მხარისთვის” – მოსკოვმა ჩათვალა, რომ ეს დაზუსტება ეწინააღმდეგებოდა თავად შეთანხმების ტექსტს და უარი თქვა მის საბოლოო მოწონებაზე.

მეორე ნოტაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებულია აფხაზეთის სასამართლოს ქმედებებით, რომელმაც რუსი ტურისტის გააუპატიურებაში მსჯავრდებულ ადგილობრივ კრიმინალს სასჯელი შეუმსუბუქა. სამინისტრომ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, არ ეწვიონ აფხაზეთს.

ასეთი მკაცრი რიტორიკა აფხაზეთს რუსეთისგან დიდი ხანია არ მიუღია. და ეს არის აბსოლუტურად ნეგატიური დარტყმა ასლან ბჟანიას პოლიტიკურ პერსპექტივაზე. ბოლოს და ბოლოს, ერთ წელიწადში ის კრემლის მხარდაჭერით მეორე საპრეზიდენტო ვადით აპირებდა კენჭისყრას.

პრეზიდენტის ბოლო გამოსვლამ გენერალური პროკურატურის საბჭოში ნათლად აჩვენა ასლან ბჟანიას დაბნეულობისა და სასოწარკვეთის ხარისხი. ამ გამოსვლის მთავარი გზავნილი – “ირგვლივ მხოლოდ მტრები არიან და ჩვენ მათ უმოწყალოდ უნდა გავუსწორდეთ” – ვერაფერს გამოიწვევდა გარდა გაოგნებისა. პროკურორების სახეებზეც კი ნათლად იკითხებოდა: ”შენ, ბიჭო, როგორმე შენს მტრებს თავად გაუმკლავდი და ვნახოთ აბა, რა გამოგივა”.

ასლან ბჟანიას მთავარი პრობლემა მოსკოვის წინაშე ვალდებულებებია.

ეს სია საკმაოდ გრძელია და მისი ზოგიერთი პუნქტი ბჟანიას ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა. ანუ მისი წინამორბედები რუსეთს დაჰპირდნენ ამ საკითხებში დახმარებას, მაგრამ მათ პირობებში ბევრი პუნქტი საერთოდ არ შესრულდა.

მაგრამ ასლან ბჟანია, როგორც ჩანს, მხოლოდ „დახმარებით“ არ შემოიფარგლა და კრემლს კონკრეტული გარანტიები მისცა.

ასეთი გარანტიების არსებობას ირიბად ადასტურებს ის, თუ როგორ ჩატარდა აფხაზეთის პარლამენტის არჩევნები ორი წლის წინ. შეგახსენებთ, რომ ასლან ბჟანიამ მაშინ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პარლამენტში მისი საკონსტიტუციო უმრავლესობა ყოფილიყო.

ბჟანიას არც ერთი წინამორბედი არ ცდილობდა პარლამენტი მთლიანად ჯიბეში ჩაესვა, რადგან ხვდებოდა ასეთი უკიდურესობის მეორე მხარეს. ზუსტად ამ ტაქტიკამ მათ საშუალება მისცა, კრემლთან დიალოგში, ნათლად აეხსნათ, რომ ისინი არ არიან ყოვლისშემძლე, რომ ჯერ კიდევ არსებობს დამოუკიდებელი პარლამენტი, რომელთანაც ძნელია შეთანხმების მიღწევა.

მაგრამ ასლანა ბჟანიამ სხვა გზით სიარული გადაწყვიტა. ის კრემლის წინაშე პოზიციონირებდა, როგორც ავტოკრატი პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა. თუმცა, მისდა მოულოდნელად, პარლამენტი არ აღმოჩნდა მზად პრეზიდენტის დირექტივების უპირობოდ შესასრულებლად, რადგან მის დღის წესრიგში ბევრი საკითხი აფხაზურ საზოგადოებაში მტრულად აღიქმება. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში საზოგადოება პატარაა და ძლიერი ჰორიზონტალური კავშირები აქვს, დეპუტატები მათი აზრის იგნორირებას ვერ მოახდენენ. ისევე, როგორც უშიშროების ძალები არ არიან მზად პრეზიდენტის ბრძანებით „მტრებთან უმოწყალოდ საბრძოლველად“.

სწორედ აბსოლუტურმა გარანტიებმა რუსეთისადმი შეიყვანა ასლან ბჟანია პოლიტიკურ ჩიხში, საიდანაც იგი, როგორც ჩანს, გამოსავალს ვერ პოულობს.

მსგავსი სტატიები