საზოგადოების წარმომადგენლები აფხაზეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთის ფედერაციასაც და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების თხოვნით მიმართონ

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

Apsnypress -აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებენ, მიმართოს როგორც რუსეთის ფედერაციას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს – ჯანმოსა და გაეროს სხვა სტრუქტურებს, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს – აფხაზეთისთვის, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად COVID-19-ის საწინააღმდეგო იმ ვაქცინების მიწოდების თხოვნით, რომლებმაც თავისი ეფექტიანობა უკვე აჩვენეს.

საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვა აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას

პრაქტიკულად მთელი მსოფლიო მოიცვა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულმა კრიზისმა. თითქმის ყოველდღიურად ახალი კორონავირუსი ადამიანების სიცოცხლეს გვართმევს აფხაზეთშიც. ჩვენი ხალხის მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რა უბედურებაში გადაიზარდა პანდემია ჩვენი ქვეყნისთვის. ექიმები მთელი ძალით იბრძვიან თითოეული დაავადებულის გადასარჩენად, ამოქმედებულია ჯანდაცვის სისტემის მთელი რესურსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, მოხალისეებსა და ბიზნესმენებს დიდი წვლილი შეაქვთ ინფიცირებულთა მკურნალობის ორგანიზებაში.

თუმცა, ეს ყველაფერი არის ბრძოლა ინფექციის მძიმე შედეგებთან, რომელიც უმეტეს შემთხვევაში იწვევს დაავადების მძიმე, მტანჯველ მიმდინარეობას, რომელთან გამკლავებაც ყველას არ შეუძლია, თუნდაც პროფესიონალური დახმარების მიღებით. დღეს გვესმის, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ვირუსის შეკავება, ვიდრე მასთან ბრძოლა მას შემდეგ, რაც ის ადამიანის ორგანიზმში მოხვდება. პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ დარწმუნებით შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ კაცობრიობას დღეისათვის არ შეუმუშავებია არაფერი უფრო ეფექტიანი ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, ვიდრე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ვაქცინაციაა. ქვეყნები, რომლებმაც მოახერხეს ასეთი მასშტაბით ვაქცინაცია, უკვე ფაქტობრივად დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას და ადამიანები აღარ კარგავენ ახლობლებს ისე, როგორც ომში.

ჩვენ ყველას ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ვაქცინაციის პრობლემის გადაჭრას ეფექტიანი რუსული ვაქცინა „Спутник-V“-ის დახმარებით მოვახერხებდით, თუმცა აფხაზეთის მოსახლეობისთვის აუცილებელი რაოდენობის დოზებით მომარაგება რთული ამოცანა აღმოჩნდა. ვინაიდან, ამ მომენტისთვის მიმდინარე ვაქცინაციის ტემპებს არ შეუძლია მთავარი ამოცანის გადაჭრა – შეაჩეროს ვირუსის სასიკვდილო გავრცელება აფხაზეთში, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, ამ თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვის შესახებ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, მოვუწოდოთ აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას, მიმართოს როგორც რუსეთის ფედერაციას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს – ჯანმოსა და გაეროს სხვა სტრუქტურებს, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს – აფხაზეთისთვის, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად COVID-19-ის საწინააღმდეგო იმ ვაქცინების მიწოდების თხოვნით, რომლებმაც თავისი ეფექტიანობა უკვე აჩვენეს.

იმისათვის, რომ შევაჩეროთ ეპიდემიის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში და დავამარცხოთ მძიმე ბრძოლაში ვირუსი, შევეცდებით ორგანიზება გავუწიოთ დროულ და სრულფასოვან ვაქცინაციის პროცესს აფხაზეთის ყველა მცხოვრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახელით.

  1. ანგელინა ოტირბა
  2. ანრი კაიტანი
  3. ჰაჯარატ შამბა
  4. ალინა კორტუა
  5. ასტამურ ტანია
  6. ალხას თხაგუშევი
  7. ნათელა აკაბა
  8. ელვირა არსალია
  9. ბატალ კობახია
  10. ინა ბარჩანი
  11. მაკტინა ჯინჯოლია
  12. ინალ ხაშიგი
  13. იბრაჰიმ ჭკადუა
  14. არდა ინალ-იპა
  15. ლიანა კვარჩელია
  16. დიანა კერსელიანიი
  17. საიდ გეზერდავა
  18. ინდირა აგრბა
  19. ციალა ცკუა
  20. ნაალა კარტოზია
  21. ლაურა ბენია
  22. ასიდა ლომია
  23. მადინა გარცკია
  24. ლიანა ვეკუა
  25. მარიეტა ტოპჩიანი
  26. ირინა კოკოსკირი
  27. ელენე კობახია
  28. აიდა ლადარია
  29. ტაისია ალანია
  30. ვიქტორ წულაია
  31. ელენა კუვიჩკო
  32. როზიტა გერმანი
  33. მანანა გურგულია
  34. აზამატ ბაგატელია
  35. ელონა ტურავა
  36. ამრა ლაკოია
  37. კამა არგუნი
  38. ანნა ტორგაშოვა
  39. მაია შიროკოვა
  40. ინგა ტუჟბა
  41. იულია ლაგვილავა
  42. იულია დუბიცკაია
  43. ელენა კორტუა
  44. ბატალ ბჟანია
  45. ლუდმილა აჩბა
  46. ანჟელიკა ჯიქია
  47. ანაიდ გოგორიანი
  48. ელენა ზავოდსკაია
  49. კამა გოპია
  50. ბესლან ხაშბა
  51. დიანა ხინტბა
  52. მანანა მიკანბა
  53. ადა მიქაია
  54. ადა ჯინჯოლია
  55. ხათუნა ლოგუა
  56. დენის ჩანბა
  57. მანანა აკირთავა
  58. გუნდა კვიწინია
  59. ლიანა მიკანბა
  60. ლუდმილა საგარია
  61. ანჟელა ლადარია

ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

მსგავსი სტატიები