ბიჭვინთის ხაფანგი ხელისუფლებისთვის

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly
ბიჭვინთის რუქა

სახელმწიფო აგარაკი ბიჭვინთაში

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა “ეხო კავკაზას” ვებგვერდზე. სტატიის ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია ცვლილებების გარეშე. ყველა უფლება ეკუთვნის “ეხო კავკაზას”. გამოქვეყნების თარიღი: 2024 წლის 20 მარტი.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულება კვლავ აფხაზური საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სიტუაცია დამაბნეველი და ამავდროულად, შეიძლება ითქვას, უნიკალურია. გასული წლის 27 დეკემბერს აფხაზეთის პარლამენტის რიგგარეშე სესიის ღამის სხდომის შემდეგ, ხელისუფლების მხარდამჭერებმა გამარჯვება იზეიმეს, რადგან, როგორც ჩანს, მთავრობამ შეუძლებელი შეძლო – შეთანხმების რატიფიცირება და ამასთან, ამომრჩევლის თუნდაც ნაწილის გულის მოგება. სხვებმა კი ეს ფაქტი სასტიკად გააპროტესტეს, მაგრამ ვითარების შეცვლა ვეღარ შეძლეს. მაგრამ, მოულოდნელად, ერთი თვის შემდეგ, მეხივით დაგვეცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა…

საზოგადო მოღვაწემ და საზოგადოებრივი პალატის წევრმა თენგიზ ჯოპუამ “აფსნიხაბარში” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაზე კომენტარი გააკეთა:

„რაც შეეხება ამ ნოტას, ყველასთვის უკვე 100%-ით ცხადი გახდა, რომ ФСО-სთან [უშიშროების ფედერალურ სამსახურთან] გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის მათ საკუთრებაში გადაცემა შეცდომა იყო. და თავდაპირველად ეს იყო არა აფხაზეთის ზოგიერთი პოლიტიკური ძალის, არამედ მთელი საზოგადოების პოზიცია, რომელმაც მთლიანად უარყო ეს შეთანხმება და მასში გაწერილი პირობები. ეს იყო ერთადერთი ჭეშმარიტი და სწორი პოზიცია. ეს არის პირველი, რაც ამ ნოტამ აჩვენა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როცა ამ შეთანხმების დამცველებს არ აქვთ არგუმენტები მის გასათეთრებლად და როცა არც ერთ ჭკვიან ადამიანს არ ეპარება ეჭვი, რომ სახელმწიფო სუბსიდია მესამე ხელშია, ჩემი აზრით, ჩვენი პარლამენტი უბრალოდ ვალდებულია, გააუქმოს შეთანხმების რატიფიკაცია. ჩვენ ყველა მოგვატყუეს! საკუთარი თავის პატივისცემა და თავმოყვარეობა მოითხოვს ამ კანონპროექტის გაუქმებას. ეს უკვე მეორე არგუმენტი!” – განაცხადა ჯოპუამ.

მესამე, რომელსაც ექსპერტმა ხაზი გაუსვა, იყო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას საქციელი აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მან ძალიან უარყოფითად ისაუბრა იმ ადამიანებზე, ვინც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის შინაარსი გამოაქვეყნა.

„შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ასეთი დოკუმენტების უნებართვოდ გამოქვეყნება მიუღებელია, მაგრამ საზოგადოება თითქმის ერთი თვის განმავლობაში ითხოვდა ამ დოკუმენტის გასაჯაროებას, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კი დუმდა. ბოლოს და ბოლოს, როცა სხვას ადანაშაულებთ რაიმე სახის დარღვევაში, კარგი იქნება თქვენი ქმედებების გახსენებაც: საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეთანხმების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდხანს იტყუებოდა. უფრო მეტიც, მახსოვს, როგორ აძლევდა თავს უფლებას ინალ არძინბა, იდიოტი ეწოდებინა მათთვის, ვინც ამ შეთანხმებაში მესამე მხარის ინტერესების არსებობაზე საუბრობდა. აღმოჩნდა, რომ ის ხალხი მართალი იყო.

მეჩვენება, რომ ამ ბრიფინგზე მინისტრს ჯერ ბოდიში უნდა მოეხადა ხალხისთვის, შემდეგ პარლამენტისთვის, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და ბოლოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცილი დასწამა, და უნდა გადამდგარიყო. ვფიქრობ, ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი საქციელი. და ეს უნდა გააკეთოს არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა, არამედ იუსტიციის მინისტრმაც [ჰენრი ბარციცმა] – ორივე იყო ამ შეთანხმების მხურვალე აპოლოგეტი“, – განაცხადა თენგიზ ჯოპუამ.

დასასრულს მან რამდენიმე სიტყვა თქვა ასლან ბჟანიაზეც:

„ვეჭვობ, მან არ იცოდა სახელმწიფო აგარაკის გადაცემის რეალური მიზნები. ჩვენთვის აშკარაა, რომ ის გვატყუებდა. უკვე მეეჭვება, მართალი გითხრათ, ეს აგარაკი გადავეცით თუ უბრალოდ გავყიდეთ? უკვე ვეღარავის ვენდობი.

სახელმწიფოს მეთაურის მსგავს საქციელს, ჩემი აზრით, პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები უნდა მოჰყვეს. და მინდა პრეზიდენტმა აგვიხსნას, თუ როგორ გახდნენ ამ შეთანხმების მესამე მხარეები, ყველასთვის მოულოდნელად, პირველები!“.

მანამდე ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა ასტამურ ტანიამ ხელშეკრულების რატიფიკაციის ინციდენტზე „ჩეგემსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ რუსულმა მხარემაც ცუდი გემო დაგვიტოვა. უბრალოდ, თავდაპირველად, იყო შეცდომები ამ ხელშეკრულებაში. თავიდან ბევრჯერ ვისაუბრეთ ამაზე. საწყის წერტილთან დაბრუნების და ნორმალური დოკუმენტის შემუშავების ნაცვლად, რომელიც ასახავს ყველა პოზიციას, ამ საკითხის ჩუმად გადაწყვეტის გზა ამჯობინეს.

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.