ბიჭვინთის აგარაკის “არასწორმა“ გადაცემამ ბჟანიას გადაუჭრელი პრობლემა შეუქმნა | ინალ ხაშიგი

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ბიჭვინთის აგარაკი

როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტამ, სადაც მოსკოვი უკმაყოფილებას გამოხატავს სოხუმის მიმართ, აფხაზეთის აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადაუჭრელი პრობლემა შეუქმნა.

ბჟანიამ ორი წელი გაატარა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ამაო იყო.

მოსკოვი არ იყო კმაყოფილი იმით, რომ ამ შეთანხმების რატიფიცირებით აფხაზეთის პარლამენტმა იგი შეავსო ცალკე კონსტიტუციური კანონით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო აგარაკი სამომავლოდ მესამე პირებს ვერ გადაეცემა. ანუ ამ 180 ჰექტრის და მიმდებარე შავი ზღვის წყლების მფლობელი მხოლოდ თავად ეფესბე შეიძლება იყოს. აგარაკის სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემა ან რომელიმე ოლიგარქზე მიყიდვა შეუძლებელია.

ახლა მოსკოვი ბჟანიას შეზღუდვების მოხსნას სთხოვს. თეორიულად, ეს შეიძლება გაკეთდეს ორი გზით – პარლამენტის ან საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ბჟანიას მხარდამჭერები შეადგენენ, პარლამენტი არ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, რომელიც ასე გაჭირვებით იქნა მიღებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ლაშა აშუბა ცნობას იმის შესახებ, რომ პარლამენტში ამ თემაზე მსჯელობენ, დეზინფორმაციად უწოდა:

„მედიში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დეპუტატი სპიკერთან ერთად მსჯელობს იმ ნორმებიდან უკანდახევაზე, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის ფარგლებში იქნა მიღებული, სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა.

დეპუტატები რჩებიან იმავე პოზიციებზე, რრომელსაც ამ შეთანხმების რატიფიცირებამდე იკავებდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს პოზიციები შეესაბამება აფხაზეთის ხალხის ინტერესებს და არ არღვევს არც თავად შეთანხმების კონცეფციას, არც იმას, რაც უნდა მოხდეს ამ სახელმწიფო აგარაკზე და არც ამ შეთანხმების მიზნებს“, – განაცხადა აშუბამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის პრესსამსახური კი, თავის მხრივ, იტყობინება, რომ „აგარაკის შესახებ კონსტიტუციური კანონის გაუქმების საკითხზე არც აფხაზეთის პრეზიდენტის და არც სხვა სამთავრობო ორგანოს მიმართვა არ შემოსულა“.

გამოდის, რომ მოსკოვის მოთხოვნების დაკმაყოფილების ლეგალური გზა არ არსებობს. და ეს ვითარება დიდად აისახება ასლან ბჟანიას პოზიციებზე. ის კრემლს დაჰპირდა საკითხის მოგვარებას, მაგრამ ვერ შეძლო. აფხაზეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მხოლოდ ერთი წელი რჩება და ბჟანია რისკავს დაკარგოს თავისი ერთადერთი კოზირი – „მოსკოვის ყველაზე ერთგული მოკავშირის“ სტატუსი. ბოლოს და ბოლოს, მოსკოვი ალბათ დასვამს კითხვას: რაში გვჭირდება მოკავშირე, თუ ის არაფერს წყვეტს?

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.