როდის ვიყავით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან ყველაზე ახლოს? | ინტერვიუ

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებსა და იმ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე, როდესაც კონფლიქტის გადაჭრას მხარეები ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ.

ინტერვიუში საუბარია ომის თავიდან არიდების არგამოყენებულ შანსებზე, არძინბას და შამბას ვიზიტებზე თბილისში, ქართულ დელეგაციებზე სოხუმში, მივიწყებულ შერიგების დოკუმენტებსა და კონკრეტულ ნაბიჯებზე მომავლისთვის, რამაც ვითარება ჩიხური მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. კონფლიქტოლოგი თვლის, რომ თბილისმა ხელი უნდა შეუწყოს აფხაზურ მხარეს რუსული იზოლაციისგან გასათავისუფლებლად და მას ალტერნატიული გზები და ხედვები შესთავაზოს.

“უკრაინის ომი წარმოშობს უნიკალურ შანსს, რომელსაც გამოყენება სჭირდება” – ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი.

Similar Posts