“პირდაპირი დიალოგი სოხუმთან” – ქართული სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიმართავს

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს ხელისუფლებას „ქართულ-აფხაზური დიალოგის საკითხზე“, რომელშიც სოხუმსა და თბილისს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდეს.

“მას შემდეგ, რაც გასულ წელს ასლან ბჟანია გახდა აფხაზეთის ლიდერი და მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი პოზიციები დაიკავეს ალექსანდრე ანქვაბმა და სერგეი შამბამ, სოხუმმა რამდენჯერმე საჯაროდ გამოთქვა თბილისთან პირდაპირი დიალოგისთვის მზაობა.

ბატონებმა ბჟანიამ და შამბამ საჯარო გამოსვლებში, გარკვეულწილად მონიშნეს ის საკითხები, რომელთა შესახებ დიალოგსაც სოხუმი შესაძლებლად მიიჩნევს, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, ვაჭრობა, ეკონომიკა, გადაადგილების თავისუფლება და სხვა.

გარდა ამისა, 2020  წლის ბოლოს სოხუმში გამოქვეყნდა “საგარეო პოლიტიკის კონცეფცია,“ სადაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მთელი თავი მიეძღვნა. ამ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, დაფიქსირებულია ახალი წინადადებაც: სოხუმი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პარალელურად, ორმხრივი დიალოგის ფორმატის შესაძლებლობას განიხილავს. 

სოხუმის განცხადებების კვალდაკვალ, დიალოგის იდეისადმი ზოგადად დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებამაც გამოხატა.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მრავალჯერ აქვს გაცხადებული პოზიცია კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ.

თუმცა კონფლიქტის ტრანსფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული შემხვედრი წინადადებებისა და სოხუმთან უშუალო დიალოგის გარეშე რთული წარმოსადგენია. 

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიდად ვაფასებთ სოხუმისა და თბილისის სამშვიდობო დიალოგისათვის მზაობის განაცხადს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირდაპირი დიალოგის დასაწყებად აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ლიდერებთან.

ამასთანავე, გამოვთქვამთ მზაობას, ამ მნიშვნელოვან პროცესს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ჩვენი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით. 

გვჯერა, რომ პირდაპირი დიალოგი ხელს შეუწყობს ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებას და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზაციას.”

პატივისცემით,

არჩილ გეგეშიძე

გიორგი კანაშვილი

ვახტანგ ჭარაია

იულია ხარაშვილი

მარინა ფაღავა

მიხეილ მირზიაშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

ელიკო ბენდელიანი

ნინო კალანდარიშვილი

ვახტანგ ყოლბაია

ანა ძიაპშიპა

მარინა ელბაქიძე

ვახტანგ ნოღაიდელი

ნათია ჭანკვეტაძე

ზაალ არქანია

შოთა შველიძე

არჩილ ელბაქიძე

ქეთი მურუსიძე

დათო ჯიშკარიანი

ალექსანდრე რუსეცკი

ალუ გამახარია

უჩა ნანუაშვილი

ქეთი აფთარაშვილი

ეკა ფირცხალავა

მერი გელაშვილი

იაგო ფასანძე

თამრიკო სარაჯიშვილი

რუსიკო მარშანია

სალომე ადამია

მარინა ფოჩხუა

ირაკლი ხვადაგიანი

მარგარიტა ახვლედიანი

დავით ფიფია

ნათია ნადირაძე

ელენე ნათენაძე

ივანე აბრამაშვილი

ლალი პერტენავა

მამუკა ყუფარაძე

ირაკლი ჩიხლაძე

ზვიად მჭედლიშვილი

მალხაზ სალდაძე

გიორგი მჭედლიშვილი 

მსგავსი სტატიები

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში მონაწილეობისთვის აფხაზეთში სკანდალია რუსული
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაზა რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, რადგან საზღვაო ბაზას შეუძლია უსაფრთხო თავშესაფარი უზრუნველყოს შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელიც ექვემდებარება უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.