არასამთავრობოები აფხაზეთის ომზე: “პატივს მივაგებთ ომის მსხვერპლებს კონფლიქტის ორივე მხარეს”

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

არასამთავრობოები აფხაზეთის ომზე

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო პირები აფხაზეთის ომის დასრულებიდან 29 წლის თავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ვკითხულობთ, რომ ისინი პატივს მიაგებენ ომის მსხვერპლებს კონფლიქტის ორივე მხარეს.

განცხადების ავტორები განმარტავენ, რომ რეგიონში ჯერ ისევ ნორმად რჩება იმპერიული ამბიციებისა თუ ტერიტორიული კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის პრაქტიკა. 

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავარზობთ:

აფხაზეთის ომის დასრულებიდან 29 წლის შემდეგ, თარიღი – 27 სექტემბერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ქართველი და აფხაზი ხალხის წარსულ ტრაგედიებს და  და განგრძობადი კონფლიქტის მძიმე რეალობას.

ამ განცხადების ხელმომწერები პატივს მივაგებთ ომის მსხვერპლებს კონფლიქტის ორივე მხარეს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

უკვე რვა თვეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან და სასტიკს ომს აწარმოებს. ომს, რომელიც გამოუსწორებლად დიდ ზიანს აყენებს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ზოგადად მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კვლავ განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება. აშკარაა, რომ Რეგიონში ჯერ ისევ ნორმად რჩება იმპერიული ამბიციებისა თუ ტერიტორიული კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის პრაქტიკა.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, საქართველო ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას და მხარს უჭერს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარებას. მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული და თანმიმდევრული ძალის არგამოყენების პოლიტიკა.

თუმცა, კონფლიქტების ტრანფორმაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული ძალისხმევა, მაინც არასაკმარისი და სუსტი რჩება.

ამავე დროს მიუღებელია ომისა და მშვიდობის საკითხების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება: ხელისუფლება ცდილობს ომის საკითხით სპეკულირებას და ოპონენტებს საქართველოს ომში ჩათრევის მსურველებად რაცხვას. ამასთან, გარკვეული ოპოზიციური პარტიები წარსულში დატრიალებულ ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გასაზრდელად იყენებენ. ყველა ერთად კი საქართველოს მოსახლეობის ტრავმებს და შიშებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, რასაც კავშირი არ აქვს არც მშვიდობასთან და არც სამართლიანობასთან.

შექმნილ ვითარებაში, როდესაც საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, როდესაც რეგიონულ არასტაბილურობას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და სამხედრო ინტერვენციის მაღალი რისკი, ისე როგორც არასდროს, პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და  შეთანხმებულად იმოქმედონ ამ რისკების თავიდან ასაცილებლად.

30 წლიანმა Შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა და მოუგვარებელმა კონფლიქტებმა დაასუსტა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი რესურსი, გახლიჩა და გააუცხოვა ქართული და აფხაზური, ასევე და ქართული და ოსური საზოგადოებები, გააღრმავა ტრავმები და შიშები, რომლებიც მყისიერად იჩენს თავს კრიზისულ პერიოდებში. დაუსაბუთებელი საუბრები საქართველოში მეორე ფრონტზის გახსნის საფრთხეზე და დასავლელი პარტნიორების მიერ ომის მხარდაჭერაზე, არის სწორედ ამ ტრავმებით პოლიტიკური მანიპულაცია. ამას სხვა მრავალთან ერთად, შედეგად მოაქვს ქართველების, აფხაზების და ოსების კიდევ უფრო მეტი გაუცხოვება, ერთმანეთისადმი შიში და სიძულვილიც კი.

Ამ პირობებში, მნიშვნელოვანია საქართველოში დაიწყოს მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის არსებითად ახალი პროცესი, რომელიც დაეფუძნება:

  • ადამიანის უფლებების პატივისცემას, ადამიანების საჭიროებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და თანასწორობის პრინციპს;
  • Მრავალდონიან, პირდაპირ და კეთილსინდისიერ  დიალოგს აფხაზ, ოს და ქართველ პოლიტიკურ, პროფესიულ და საზოგადოებრივ წრეებს შორის;
  • კონფლიქტებში ჩართული ყველა მხარის ტრავმების გააზრებას, შეცდომების აღიარებას და დანაშაულებების გამოძიებას;
  • კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებას და კონფლიქტებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშესახებ, პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას.

Ხელმომწერი ორგანიზაციები და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე პირები, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს Საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები დააყენონ Მოკლევადიან, ვიწროპარტიულ და პიროვნულ ინტერესებზე მაღლა;

აწარმოონ შინაარსიანი, საკითხებზე ორიენტირებული და კეთილსინდისიერი დიალოგი ერთმანეთთან, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნისთვის უმოკლეს დროში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. Მხოლოდ ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმებით არის შესაძლებელი მდგრადი მშვიდობის, უსაფრთხოების და განვითარების მიღწევა ქვეყანაში.

Საქართველოს ხელისუფლებამ, მიმდინარე გამოწვევების და შესაძლებლობის არშემჩნევის ნაცვლად, უნდა გააკეთოს ახალი, მოქნილი, ორმხრივად სასარგებლო შეთავაზებები გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების გადაადგილების, ვაჭრობის, ადამიანური უსაფრთხოების და განათლების უზრუნველსაყოფად.

Ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობით, შეიმუშაოს უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებზე რეაგირების, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის რეალური სამოქმედო გეგმა.

Ხელმომწერი ორგანიზაციები და პირები:

Სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ქალთა ფონდი საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ინოვაციური განათლების ფონდი

მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი

მოძრაობა “აფხაზეთისთვის”

სოლიდარობის მუზეუმი

სამოქალაქო იდეა

Ნინო კალანდარიშვილი, კონფლიქტებისა და ნაციონალიზმის კვლევის ინსტიტუტი

Ქეთი მურუსიძე, მშვიდობის მშენებლობა და კვლევა

Მარგარიტა ახვლედიანი, ჯემნიუსი

Ვანო აბრამაშვილი, კავკასიური სახლი

Მიხეილ ჯახუა, ბერგჰოფის ფონდი

Მარიამ ცხოვრებაშვილი, ბერგჰოფი ფონდი

ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის

პაატა ზაქარეიშვილი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი

ეკატერინე გამახარია – ქალთა ფონდი “სოხუმი”

ნონა ხიზანიშვილი, “შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმი”

დავით ლოგუა, სამართლიანი არჩევნების რეგიონული ხელმძღვანელი

მარინა ფაღავა, კავკასიური დიალოგი

Ესმა გუმბერიძე, ახლაგაზრდა აქტივისტი, გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდობის წარმომადგენელი

ზურაბ ბრაგვაძე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. Პროფესორი

Ნათია ჭანკვეტაძე, მშვიდობის მკვლევარი

Ციალა ქათამაძე, იურისტი, ბათუმი

Ნანა გოგოხია, უფლებადამცველი

Ზაზა მიქელაძე, სამოქალაქო აქტივისტი

Დავით ჯიშკარიანი, ისტორიკოსი

Მედეა ტურაშვილი, ანალიტიკოსი

Უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი

Რუსიკო მარშანია

მარინე გრიგოლია,ასოციაცია “თანხმობის”თემის მობილიზატორი.

შოთა შველიძე, კონფლიქტოლოგი, იენის უნივერსიტეტი

მამუკა ყუფარაძე, სტუდია რე

ქამრან მამედლი, პლატფორმა სალამი

Ანა ემუხვარი, სამოქალაქო აქტივისტი, ზუგდიდი

Ინგა შამუგია, აქტ ფორ თრანსფორმეიშნ-ის კაუკასუს ოფისის დირექტორი.

მოკლე ცნობა კონფლიქტის შესახებ:

კონფლიქტის დაწყების თარიღად 1992 წლის 14 აგვისტო ითვლება, ხოლო კონფლიქტის სამხედრო ფაზის დასასრულად – 1993 წლის 27 სექტემბერი. სხვადასხვა წყაროების თანახმად, 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 300 ათასი დევნილად და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. მათი უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, ისინი დღესაც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

1994 წელს, მოსკოვში, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით, მხარეებმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების განთავისუფლების შესახებ“. ამ შეთანხმების მასშტაბური დარღვევები დღემდე სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული იყო დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები, სრულად დაკომპლექტებული რუსი სამხედროებით. კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია.

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.