პუტინმა არ მიულოცა აფხაზეთს დამოუკიდებლობა, რათა არ შეექმნა პრობლემები “ქართული ოცნებისთვის”. მოსაზრება

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

რატომ არ მიულოცა პუტინმა აფხაზეთს აღიარების დღე?

26 აგვისტოს აფხაზეთში აღიარების დღე აღნიშნეს. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ფაქტობრივად, 16 წლის წინ ამ დღეს აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მას დღესასწაული არ მიულოცა. JAMnews-ის აფხაზი რედაქტორი და გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ პუტინს უბრალოდ არ სურდა პრობლემები შეექმნა საქართველოს ხელისუფლებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე.

აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღე სოხუმში ჭექა-ქუხილის, ელვისა და რუსი რეპერის, ბასტას კონცერტის ფონზე გაიმართა, მაგრამ სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ვლადიმერ პუტინის სახელით ოფიციალური მილოცვა არ მიუღია.

ადრე პუტინი ყოველთვის უგზავნიდა მილოცვებს, ზოგჯერ კი პირადად ახმოვანებდა მათ ვიდეოჩანაწერში. მაგრამ ამჯერად ბჟანიას ტელეფონით მხოლოდ დიმიტრი მედვედევი ესაუბრა. სულ ეს იყო.

დიახ, 2008 წელს სწორედ მედვედევი ითვლებოდა რუსეთის პრეზიდენტად და სწორედ მან მოაწერა ხელი რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღიარების აქტს. თუმცა, ახლა მისი ამჟამინდელი თანამდებობა ძალიან მოკრძალებულია – რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

მე არ ვეთანხმები აფხაზური ოპოზიციის ვერსიას, რომ პუტინს უბრალოდ არ მოსწონს ბჟანია. ვაღიარებ, რომ ასეა, თუმცა, არ მნილოცვის მიზეზი, ჩემი აზრით, ეს არ ყოფილა. აქამდე რუსეთის პრეზიდენტი, ყოველწლიურად ულოცავდა აფხაზ კოლეგას ყველა დღესასწაულს. თანაც, აღიარების თარიღს ხომ არა პირადად პრეზიდენტს, არამედ მოქალაქეებს ულოცავენ.

ჩემს ვერსიას აძლიერებს ისიც, რომ სხვათა შორის, პუტინმა იგივე თარიღი არ მიულოცა არც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ალან გაგლოევს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს უბრალოდ „დაავიწყდა“ ეს თარიღი.

ჩემი აზრით, ეს არის დაგეგმილი ტაქტიკა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში არსებულ ვითარებასთან.

პუტინს უბრალოდ არ უნდა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ცუდი სამსახური გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას – მმართველი პარტია “ქართული ოცნებას” და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს , რომელსაც ოპონენტები დაუღალავად ადანაშაულებენ კრემლის ინტერესების გატარებაში.

აფხაზებს კი ძალიანაც რომ არ სწყენოდათ, სოხუმში პოპულარული რეპერი ბასტა მიავლინეს.

მსგავსი სტატიები

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში მონაწილეობისთვის აფხაზეთში სკანდალია რუსული
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაზა რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, რადგან საზღვაო ბაზას შეუძლია უსაფრთხო თავშესაფარი უზრუნველყოს შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელიც ექვემდებარება უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.