”მათ სჭირდებათ უპრეტენზიო ნახირი” – რეჟისორი თენგიზ ჯოპუა აფხაზეთის ხელისუფლების მეთოდების შესახებ

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთის ხელისუფლების შესახებ

აფხაზეთი განიცდის შიდა პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც შერწყმულია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების კრიზისთან და ამაში ცენტრალური ხელისუფლება ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს ადანაშაულებს. სამთავრობო ანონიმური ტელეგრამ-არხები აქტიურად ცდილობენ არასასურველი აქტივისტებისთვის შიდა მტრის – უცხოური აგენტის იმიჯის შექმნას.

ხელისუფლების მსგავს მეთოდებზე საუბრობს აფხაზი რეჟისორი და პოპულარული ბლოგერი თენგიზ ჯოპუა.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბევრი იცი, მთავარია შეგიძლია თუ არა ფიქრი. თუ არ შეგიძლია აზროვნება, ე.ი. არ არსებობ.

მათ უნდათ რომ ჩვენ აზროვნების შესაძლებლობა წაგვართვან და ამით მოიპოვონ ჩვენი მართვის შესაძლებლობა მათი [ხელისუფლების] ნების შესაბამისად.

მათ სურთ წაგვართვან დაეჭვების შესაძლებლობა, რითაც გვაიძულებენ მივიღოთ მათი ტყუილი, როგორც სიმართლე.

მათ უნდათ უპრეტენზიო ნახირი, მორჩილი ცხვრები, რომლებიც ჩუმად იხეტიალებენ თავიანთი უბედური ცხოვრების სასაკლაოსკენ. მათ ჩვენთვის სხვა გზა არ ემეტებათ.

რასაც მათ ასწავლიდნენ – მასების კონტროლს – საბჭოთა სისტემაში, არის ის, რასაც ახლა ქადაგებენ. შიში, თვალთმაქცობა და ღალატი, დენონსაცია და ტირანია. მონები ამრავლებენ ახალ მონებს. ამიტომაც სძულთ ჩვენი ახალგაზრდობა. ისინი ხომ ზედმეტად თავისუფლად მოაზროვნეები არიან.

მათ დამპალ თავებში გაფუჭებული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფობიების გარდა არაფერია.

ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ძველი ნომენკლატურული სიბინძურე, რომელიც უშნო ხელით არის მიბჯენილი ჩვენი შვილების ყელზე და დავიწყოთ ადამიანურად ცხოვრება.

აფხაზეთის ხელისუფლების შესახებ

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.