ინალ არძინბას გადადგომის დეტალები: ნებაყოფლობით თუ პრეზიდენტს მოთმინება ამოეწურა?

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ინალ არძინბას გადადგომის დეტალები

ცნობილი გახდა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თანამდებობიდან გადაყენების დეტალები. არძინბა საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და არაპოპულარულ ჩინოვნიკად მიიჩნეოდა.

კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გადაყენებამდე, პირადი ბრძანებულების საფუძველზე, აუკრძალა არძინბას აფხაზეთის გარეთ გამგზავრება. თუმცა, ოფიციალური გადადგომის წინა დღეს, ინალ არძინბას მოსკოვში გაფრენის უფლება მაინც მიეცა.

7 მაისს, დილით, არძინბამ განცხადება გააკეთა, სადაც გადადგომის შესახებ თავისი ვერსია განმარტა. მისი თქმით, ეს იყო ნებაყოფლობითი გადადგომა:

„მე დავწერე განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. ახლა მოსკოვში ვარ.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც მივაღწიეთ შედეგებს.

წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ არის აფხაზეთის რესპუბლიკისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს მომავლისკენ, წინსვლისკენ“.

რა ახალ სამსახურზეა საუბარი, ინალ არძიმბას არაფერი დაუკონკრეტებია. შესაძლოა, ეს ეხება რუსეთის პირველ არხს, რომელზეც აპრილის დასაწყისში არძინბას დებიუტი ჰქონდა, როგორც ახალი სატელევიზიო პროექტის “გლობალური პოლიტიკის” წამყვანი.

თუმცა, JAMnews-ის წყარო სამთავრობო წრეებში ირწმუნება, რომ ინალ არძინბას მინისტრის პოსტი ნებაყოფლობით არ დაუტოვებია და მისი გადადგომის საკითხი უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში იდგა.

მსგავსი სტატიები